ბაია პატარაია, პარლამენტის წევრს, მარიამ ჯაშს სოციალურ ქსელში პასუხობს:
“რა სამარცხვინო განცხადებაა… ლგბტ პროპაგანდა რა არის, ერთი კარგად აგვიხსენით, ქალბათონო მარიამ. სამკლაურის გაკეთება და ძალადობის დაგმობაა “პროპაგნადა”, თუ კორკოტამ რო ტანზე შემოიხია და ცოცხალ-მკვდარი აგინა საკუთარ და სხვების ოჯახებს ეგაა ” ლგბტ პროპაგანდა”, თუ ადამიანები რომ უსაფრთხოებას და თანასწორობას ითხოვენ, ეგაა პროპაგანდა?
თუ რუსეთი რომ ლგბტ უფლებების დაცვას ეძახის “ლგბტ პროპაგანდას” თქვენც ამას გულისხმობთ? დიდი ხანია რაც რუსული პროპაგანდის ენა აითვისეთ და ახლა პარლამენტის ტრიბუნიდანაც უნდა ვისმინოთ კრემლში შექმნილი ფრაზეოლოგია?! გრცხვენოდეთ საკუთარი სიტყვების!
შეგახსენებთ, მარიამ ჯაშმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ლგბტ თემის და ზოგადად, ბოლო დროს, ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. ”ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა პროპაგანდას” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.