ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეჭვიანობა და შურისძიება: თელავში მომხდარი მკვლელობის მოტივი სახელდება

ეჭვიანობა და შურისძიება – ეს სახელდება თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად. თვითმხილველების ცნობით, 30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარი აცხადებს, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას და შურისძიებას ასახელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

მკვლელობა თელავში: გარდაცვლილია 32 წლის კაცი

 

იტვირთბა....