ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეტალები: რატომ ფიქრობს ოჯახი, რომ 28 წლის მამაკაცის გარდაცვალება პოლიციის ზეწოლას უკავშირდება

„ხარაგაულში, 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა პოლიციის ზეწოლის შედეგად თავი ჩამოიხრჩო“, – ამის შესახებ „ლიბერალს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა.

„რის გამო მოხდა ეს ზეწოლა რომ ვიცოდე, დეტალებში ვიტყოდი ყველაფერს. მიბრძანდით ხარაგაულის პოლიციაში და ისინი გეტყვიან, რა ზეწოლა მოახდინეს. პოლიციის უფროსი რომ მოხსნეს მიცვალებულის დამარხვამდე, რატომ მოსხნეს, მოკითხეთ და გეტყვიან პასუხს“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი, გარდაცვლილის დის ქმარი.

კითხვაზე, რატომ მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილმა თავი პოლიციის ზეწოლის შედეგად მოიკლა, ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ:

„ადამიანი რომ მოვა პოლიციიდან და იტყვის, რომ კიდევ თუ დამიბარებენ, აღარ წავალ და თავს ჩამოვიკიდებო. დილას 10 საათზე კიდევ რომ დაიბარებენ და საღამოს 5 საათზე დამხრჩვალს ნახავ, რისგან უნდა იყოს გამოწვეული?!“.

კითხვაზე თუ რატომ იბარებდნენ პოლიციაში გარდაცვლილს, ოჯახის ახლობელმა თქვა, რომ ამაზე პასუხი პოლიციაში უნდა გავარკვიოთ.

„მოწმეები არსებობენ, ვისთანაც ისაუბრა, რის გამო, რატომ და როგორ “.

მისი თქმით, მოწმეებს ჩვენებას თავად დააწერინებს და შეიტანს პროკურატურაში.

 

28 წლის ბიჭის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები პოლიციას ადანაშაულებენ

 

 

იტვირთბა....