ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია გომბორზე: დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავდა ორი პირი

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს ავტომანქანა „ვაზ-2107“ და პიკაპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....