ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მომავალში მოსკოვში ვიზიტები შესაძლოა საპრეზიდენტო გეგმებს დაუკავშირდეს”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვში გამგზავრება შესაძლაო კიდევ მოუწიოს. მისი განცხადებით, მომავალში მოსკოვში ვიზიტები შესაძლოა მის საპრეზიდენტო გეგმებს დაუკავშირდეს.  ბურჯანაძე ამბობს, რომ ახლანდელი ვიზიტი მხოლოდ და მხოლოდ რუსულ არხზე გადაცემაში მონაწილებოა იყო, რადგანაც რუსი ჟურნალისტები მას დიდი ხანია ეპატიჟებოდნენ.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩემი ვიზიტები დაუკავშირდეს ჩემს საპრეზიდენტო გეგმებს, მაგრამ ეს ვიზიტი ამჯერად ამასთან დაკავშირებული ნამდვილად არ იყო მარტივი მიზეზის გამო – ჟურნალისტები, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ, თვეების განმავლობაში მთხოვდნენ, რომ ჩავსულიყავი.

უბრალოდ იყო გარკვეული პრობლემები, ხან რა გამოჩნდა, ხან – რა, შემდეგ იყო არჩევნები და მე ეს ფიზიკურად ვერ მოვახერხე, ბოლოს უარის თქმა ძალიან მომერიდა. ამჯერად ეს დაკავშირებული იყო მხოლოდ ამ გადაცემასთან, თუმცა უახლოეს ხანებში მე კიდევ მომიწევს მოსკოვში წასვლა, ასევე მნიშვნელოვან და საინტერესო გადაცემაში მონაწილოების მისაღებად“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ .

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ერთ დროს თანამოაზრეს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსულ თოქ-შოუ “60 წუთში” ავანტიურისტი უწოდა.

ბურჯანაძე მოსკოვში ოქტომრის ბოლოს იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუებში მიიღო მონაწილეობა და რიგი  არაფორმალურ შეხვედრები გამართა.

იტვირთბა....