ახალი ამბები მთავარი სამართალი

28 წლის ბიჭის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები პოლიციას ადანაშაულებენ

ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილი გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ.

ოჯახის ახლობლების თქმით, ძმები კვრიკაშვილები ჯართს აგროვებდენენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ. პოლიციიდან დაბრუნებული კვირიკაშვილი კი ამბობდა, რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.

აღსანიაშნავია, რომ კვირიკაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტს, შს სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

იტვირთბა....