ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში სამ წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე, თბილისის მერიაში სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ნარმანიამ იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა. მისი თქმით, უფრო ვრცელ ანგარიშს 10 ნოემბერს წარმოადგენს.

„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ, მინდა, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა, წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობით “ქართულმა ოცნებამ“  და მისმა კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

იტვირთბა....