ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპაში პირველად, გერმანია მესამე სქესს, Intersex ოფიციალურად აღიარებს

გერმანია მესამე სქესის არსებობას ოფიციალურად აღიარებს: ე.წ. Intersex ადამიანებს, რომლებსაც დაბადებიდანვე „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს.

როგორც გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ასეთ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაბადების მოწმობაში მესამე სქესი მიუთითონ.

თუ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ინტერსექსუალ ადამიანებს მესამე სქესის არჩევა შეეძლებათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გერმანელმა ქალმა მიმართა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ბიოლოგიურად ის არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება.

აქტივისტებმა გერმანიის უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს „რევოლუციური“ უწოდეს. კარლსრუეს საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობას მოუწოდა, რომ კანონმდებლობა ვერდიქტთან შესაბამისობაში 2018 წლის ბოლომდე მოიყვანოს.

როგორც სასამართლოში ამბობენ, დღეს მოქმედი რეგულაციები ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ვერდიქტს დაემორჩილებიან.

გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად დედამიწის მოსახლობის მხოლოდ 1,7 პროცენტი წარმოადგენს ინტერსექს ადამიანს. ოფიციალურ დოკუმენტების მიღება მათ უკვე შეუძლიათ ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, ავსტრიაში, ნეპალსა და აშშ-ში, სადაც ინტერსექსუალმა პირველი დაბადების მოწმობა შარშან მიიღო.

გერმანიაში, კანონმდებლობა ორივე სქესის მახასიათებლებით დაბადებულ ადამიანებს აძლევდა უფლებას სქესი საერთოდ არ მიეთითებინათ.

იტვირთბა....