ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გოგა ონიანი სროკზეა, პროკურატურასთან მივალ ბენზინით და ასანთით, 7 წლის შვილს ვფიცავ”

ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოსთან ენმ-ს აქციაზე დააკავეს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სასამართლო პროცესის წინ თავის დაწვით იმუქრება.

“მოკლედ გოგა ონიანი სროკზეა!
ხელისუფლებამ დაიწყო ფიზიკური ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ!
არანაირი დემოკრატია!
მე ლუკა ფეიქრიშვილს საქმეს მიკერავენ და ისე მასამართლებენ!
მასამართლებენ და მაბრალებენ კონკრეტულ დანაშაულებს რომლის ფაქტებიც არ აქვთ!
მე მოვითხოვ საზოგადოებას ანახონ ვიდეო ფაქტები სადაც ჩანს ჩემი დანაშაულებები!
ეს ყველაფერი გახადონ საჯარო და ანახონ საზოგადოებას!
ვერ ანახებენ!რადგან მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია!
მოსამართლე ქეთევან მინაშვილი შეყავთ შეცდომაში!
პატრული აძლევს ცრუ ჩვენებას და მიკერავენ საქმეს!
თქვენ 13 – ში ვერ გამოუტანთ ლუკა ფეიქრიშვილს განაჩენს!
ლუკა არ მოვა სასამართლოზე!სამაგიეროდ მივა შ.ს.ს ეზოში!
თავის ბენზინით და ასანთით!
მე ვერ გამასამართლებთ შეკერილი საქმით!მაგას მირჩევნია მოვკვდე!
ხოდა მივმართავ რადიკალურ ზომებს!
შ.ს.ს ეზოში უსამართლობის და შეკერილი საქმის გამო,
ცრუ ჩვენების გამო გადავისხავ ბენზინს და აქრეთ მერე თქვე ფარჩაკებო!არ დავიხევ უკან,ვერ გამტეხავთ,
ვერ გაიტანთ თქვენსას!არ გაგატანინებთ!
დღეს გია ონიანი!ხვალ ლუკა ფეიქრიშვილი!ზეგ შენ!
მე გადავდგავ ამ ნაბიჯს და თან გავიყოლებ პატრულ გუგა ილურიძეს!!!
12 რიცხვში ორთაჭალაში პროკურატურის წინ მივალ 3 საათზე ბენზინით და ასანთით 7 წლის შვილს ვფიცავ!!

ამ პოსტის შემდეგ, სულ ახლახანს, ფეიქრიშვილმა მორიგი პოსტი დადო საიდანაც იტყობინება, რომ პროკურატურიდან მასთან უკვე მივიდნენ და ის მათ განყოფილებაში არ გაჰყვა:

(რედ. მოხდა ჩასწორება – რედაქციის ინსტიქტური შეცდომით ფრაზა “არ გაჰყვას” ნაცვლად, წინა რედაქციაში ეწერა სიტყვა “გაჰყვა”, რისთვისაც რედაქცია ბოდიშს იხდის).

“ამ წუთას მოვიდნენ პოლიციის წარმომადგენლები,
ისინი მაძლევენ გარანტიას რომ მოსამართლე არც დამაჯარიმებს და არც დამაკავებს,ყველაფერზე უარი!არც განყოფილებაში გავყევი უფროსს უნდა შეხვედრაო და წავიდნენ.
რაც ჩემთვის მეტად აბსურდული და სასაცილოა,
მე არ ვაპირებ ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას იმის გამო რომ ავცდე ჯარიმას ან 90 დღიან პატიმრობას არა ეს ასე არ არის,
ყოველივე ამის მოტივი არის შემდეგი,
რომ სხვას,სხვა ახალგაზრდას ასე ნაგლად და უკანონოდ არ შეუკრონ საქმე,რომ სხვაც ასე ვეღარ გაწირონ,რომ ცრუ ჩვენებას აძლევს მეტროს პატრული გუგა ილურიძე მოსამართლე ქეთევან მინაშვილს,რომ არ აქვთ შესაბამისი ვიდეო ფაქტები სადაც ჩემი ბრალეულობა იკვეთება,
რომ დატოვოს სამსახური გუგა ილურიძემ სასწრაფო წესით,
რომ თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება სადაც იკვეთება ჩემი ბრალეულობა გაასაჯაროვონ და ანახონ საზოგადოებას,
რომ შ.ს.ს – სგან უშუალო დავალება აქვს ქეთევან მინაშვილს მიცემული.
მე არ ვდგავ შოუს!
მე ვიბრძვი იმ რადიკალური გზებით,რომლითაც მიპირისპირდება და უპირისპირდება თავისუფალ აზრს ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები,
რომ მე მაქვს უფლება ხმამაღლა გამოვხატო ჩემი აზრი,რომ არ მომწონს ივანიშვილის ხელისუფლება,რომ არ მომწონს უსამართლობა და უკანონობა,რომ სიკვდილი მიჯობს ასე მონურად ცხოვრებას!
მე არ მჭირდება თქვენი გარანტიები,
დიდად არც ფულადი ჯარიმა და პატიმრობა მაშინებს.
მე მომავალი მაშინებს,
მომავალი შენი,ჩემი,ჩვენი,პატარების,დიდების,მოხუცების,ახალგაზრდების!
მსხვერპლის გარეშე გამარჯვება არ იქნება და არც არასდროს ყოფილა,
მე არვიცი თითოეულ თქვენთაგანს ვის რა შეუძლია და ვინ რა მეთოდს მიმართავს,მაგრამ მე მზად ვარ,მზად ვარ გავწირო თავი იმისთვის რაც დავწერე ზევით,ანუ სიმართლისთვის და დღეს ეს ქვეყანა 100% ჩალით არის დახურული!
არ არსებობს სამართალი და მე ამას მოვიპოვებ ან შევეწირები!
როდესაც დამაკავეს შ.შ.ს ეზოში 3 საათი ვემუდარებოდი გუგა ილურიძეს დაერეკა სასწრაფოში,რომ ცუდად ვიყავი,ვემუდარებოდი მაინც არ დარეკა,რამის მოვკვდი ისე ცუდად ვიყავი და სასწრაფოს მაგივრად მანდაც მცემეს.არანაირი კომპრომისი არ იქნება!დატოვოს სამსახური გუგა ილურიძემ!
12 – ში 3 საათზე ორთაჭალაში პროკურატურის წინ!”

შეგახსენებთ, ლუკა ფეიქრიშვილი თბილისის საკრებულოსთან ენმ-ს აქციაზე დააკავეს. სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს არის ჩანიშნული.

იტვირთბა....