ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილმა უკრაინაში ყოფნის უფლება ოფიციალურად მიიღო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მან უკრაინაში ყოფნის უფლება ოფიციალურად მიიღო.

„დღეს, მიგრაციული სამსახურისგან მივიღე დოკუმენტი, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, მე ამით არ დავკმაყოფილდები და ვიბრძლებ უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისთვის“ – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს. მან თანამოაზრეეების დახმარებით, პოლონეთიდან საზღვარი საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით მოახერხა.

იტვირთბა....