ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“არდი”: ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაზღვევა არავისთვის შეგვიწყვეტია

სადაზღვევო კომპანია “არდი” გამომცემლობა “ინტელექტის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ გვანცა ჯობავას ფეისბუქ სტატუსს “მეტრონომთან” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადებაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია:

“ჩვენ გადავამოწმეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და უშუალოდ, ვისაც ებარა ეს თემა, თავად დაუკავშირდა გვანცა ჯობავას და განუმარტა საკითხი. შემდეგ გვანცამ თავის სამსახურში კიდევ ერთხელ გაარკვია ეს თემა და როცა დაინახა, რომ საქმე ისე არ იყო (როგორც განცხადებაში დაწერა. რედ), თავადვე აიღო სოციალური ქსელიდან პოსტი. “- განუცხადა “მეტრონომს” “არდის” მარკეტინგის მენეჯერმა.

ცნობისთვის, გვანცა ჯობავას ინფორმაციით, “არდიმ” ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირს დაზღვევის შეწყვეტა ან პაკეტის გაძვირება მოსთხოვა.

“მეტრონომი” ცდილობს დაუკავშირდეს გვანცა ჯობავას, რომელმაც აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

იტვირთბა....