ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს როგორც მეფე ვეზირებს ისე გვექცევა”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საბჭოს წევრმა რევაზ ნადარაიამ საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, გვენეტაძეს საბჭოს წევრებს, როგორც მეფე ვეზირს ისე ექცევა. ნადირაძე ამბობს, რომ გვენეტაძე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და მათ კითხვებზე პასუხს სხდომის დასრულების შემდეგ გასცემს.

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძისგან მოითხოვენ რამდენიმე კითხვაზე პასუხს, მათ შორის, თუ რატომ არ აწერს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების საკითხს. ნინო გვენეტაძის პოზიციაა, რომ ყველა კითხვას, რომელიც საბჭოს წევრებს მის მიმართ აქვთ, სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხოს.

”მე  არა ერთხელ ვთქვი, რომ ჩემს პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ გავახმაურებ. ახლა საბჭოს წევრები ულტიმატუმის ენით მესაუბრებით.  ასეთ საუბარს კი  მე არ ვიზიარებ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კამათის გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენება უკვე მეორედ გამოცხადდა.

იტვირთბა....