ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჟირინოვსკიმ ბურჯანაძე აფხაზთან გვერდიგვერდ დატოვა: დებატები რუსეთის პირველ არხზე (ვიდეო)

ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის პირველ არხზე თოქ-შოუში “60”, რომლის გვერდითაც იდგა რუსული პოლიტიკის პოპულარული პერსონა ვლადიმირ ჟირინოვსკი. თოქ-შოუში ასევე მონაწილეობას იღებდა აფხაზი, ინტერნაციონალური ბრიგადა “პიატნაშკას” მეთაური არხამ ავიძბა.

თავიდან საუბარი ყირიმზე დაიწყო. თავისთავად დიალოგი შედგა 2008 წლის აგვისტოს ომზეც. თავდაპირველად ბურჯანაძე უკრაინის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება იგივე შეცდომებს უშვებს, როგორიც თავის დროზე, თუგინდ 2008 წელს საქართველომ დაუშვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-დან ხშირად ეუბნებოდნენ მას რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის გაჩაღება არ შეიძლებოდა, სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს და მოხდა ის, რაც მოხდა.

“დარწმენებული ვარ, სააკაშვილი დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს, საქართველოში ახალი ცხელი წერტილები იარსებებდა. როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობს, რომ რუსეთი წარმოაჩინოს მსოფლიოში, როგორც აგრესორი ქვეყანა. რა თქმა უნდა, რუსეთზე ბევრი რამაა დამოკიდებული და მე ვისურვებდი, რუსეთის მხრიდან მეტ აქტიურობას და პოზიტიურ ნაბიჯებს” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამის შემდეგ ბურჯანაძეს მიუთითეს და შეახსენეს რამდენიმე წლის წინანდელი პერიოდი, როცა ის რუსეთს ოკუპანტს ეძახდა და დღეს ის ცდილობს საქართველოში წარმოჩინდეს, როგორც პრორუსული ძალის პოლიტიკოსი.

“მე არც რუსული და არც სხვა სამხედრო ჩექმა არ მინდა ვიხილო საქართველოში. მე მინდა ჩექმების პოლიტიკიდან გადავიდეთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. მე არ მინდა რუსული ჩექმა რომ იყოს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. შეიძლება ეწყინოს ჩვენს აფხაზ მეგობარს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, დიახ, ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორია.

თოქშოუს დროს, ავიძბასა და ნინო ბურჯანაძეს შორის ჟირინოვსკი იდგა. მან თოქ-შოუს მსვლელობისას, შეუმჩნევლად დატოვა შუა ადგილი და ბურჯანაძე და ავიძბა გვერდიგვერდ დატოვა, რაზეც ბურჯანაძეს რეაქცია ჰქონდა.

“მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ჟირინოვსკის, რომ ადგილი შეიცვალა და გვერდიგვერდ დაგვტოვა მე და ჩემი აფხაზი მეგობარი. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყოს მომავალშიც და რუსეთს აფხაზი და ქართველი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, გვერდიგვერდ დაეტოვებინოს…” – განაცხადა ბურჯანაძემ.

“მე შეხვედრების დროსაც დაგპირდით ამას, მაგრამ დაგპირდით იმასაც, რომ რუსეთის ჯარები იდგება აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ზუსტად იიმტომ რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა” – უპასუხა ჟურინოვსკიმ.

ბურჯანაძემ უპასუხა მას და აღნიშნა, რომ ჯარი ყოველთვის გამოსავალი არ არის მოლაპარაკებების დაწყებისათვის.

“ჩვენ უნდა ვსინჯოთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები აფხაზებთან” – განაცხადა ბურჯანაძემ. პასუხმაც არ დააყოვნა – “სინჯეთ, კი ბატონო” – უპასუხა ჟირინოვსკიმ.

იტვირთბა....