ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტი”: “მაგთიკომი” განცხადებას ავრცელებს

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა”,- ამის შესახებ კომპანია “მაგთიკომის” განცხადებაშია ნათქვამი:

“მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.

მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.

რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან.

მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის.”-აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....