ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის მერობის კანდიდატი გარდაიცვალა

“ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის მერობის კანდიდატი ლევან დოხნაძე გუშინ დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის სავარაუდოდ გულის შეტევით დაიღუპა.

ლევან დოხნაძე 2007-2012 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2006 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი და სიის მეორე ნომერი იყო, რითაც საკრებულოში მოხვდა.

 

იტვირთბა....