საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი.
რაც შეეხება თელავის რაიონის სოფელ ართანს, კოხტას გორაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.
ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობას ორი დღეა ცდილობენ. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.