ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოზარდებზე ძალადობის 2017 წლის სტატისტიკა

სტატისტიკის შესახებ საქართველოს პროკურატურის არასრულწლოვნებზე ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. ინფორმაცია როგორც სქესობრივ, ასევე ოჯახში ძალადობას მოიცავს.

2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არასრულწლოვან ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 338-ია. 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით კი 768 არასრულწლოვანზე იძალადეს.

უწყების ცნობით, 2017 წელს დაზარალებულთა საერთო რაოდენობის 6%-ს სწორედ არასრულწლოვნები შეადგენდნენ.

მიმდინარე წელს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების 53% გოგოა, 47% კი ბიჭი.

2017 წლის პირველ 6 თვეში მოზარდები დაზარალებულად მათ მიმართ ჩადენილი შემდეგი დანაშაულების გამო იქცნენ:

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა – 74 შემთხვევა.
სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლი: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე ან მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია – 66 შემთხვევა.
მუხლი 140-ე, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან – 60 შემთხვევა.
მუხლი 177-ე, ქურდობა – 31 შემთხვევა;
მუხლი 141-ე, გარყვნილი ქმედება – 11 შემთხვევა;
მუხლი 180-ე, თაღლითობა – 10 შემთხვევა;
მუხლი 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – 9 შემთხვევა;
მუხლი 151-ე, მუქარა – 8 შემთხვევა;
სხვა – 46 შემთხვევა.

სქესობრივი დანაშაული

პროკურატურის ცნობით, სქესობრივი დანაშაულის უმეტესი ნაწილი როგორც 2016 წელს(98%), ისე 2017 წელს(95) ოჯახური თანაცხოვრების დროს ან ოჯახის შექმნის მიზნით მოხდა.

2017 წლის მონაცემებით, სქესობრივი დანაშაულის დროს მსხვერპლთა ასაკი ასე ნაწილდება:

​14-17 წლის ასაკის – 82%;
10-13 წლის ასაკის – 13%;
5-9 წლის ასაკის – 13%;
0-4 წლის ასაკის – 1%.
სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა 100% კაცია. 2017 წელს 55 შემთხვევა, 2016 წელს – 202.

ოჯახში ძალადობა

2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა გოგოა – 56%.

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, პროკურატურის ცნობით, დანაშაულის პროცენტული განაწილება ასეთია:

ფიზიკური ძალადობა – 83%;
ფსიქოლოგიური და ფიზიკური – 13%;
ფსიქოლოგიური – 3,5%.

არასრულწლოვანზე მოძალადე შემდეგუ პირების პროცენტული მაჩვენებელი:

მამა – 67,2%.
მამინაცვალი – 8,2%;
დედა – 6,6%;
ქმარი – 6,6%;
ბებია – 3,3%;
ძმა – 3,3%;
ბიძა – 1,6%;
პაპა – 1,6%;
დედინაცვალი – 1,6%;

იტვირთბა....