ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნუცუბიძეზე, დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი “დაზარალებულის” სტატუსის მინიჭებას ელოდება

პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე, დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, ამ ეტაპზე, უარი უთხრა.

ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.

“პროკურატურის პოზიციაა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამავდროულად არ არის გამოკვეთილი ბრალდებული პირი, რომელიც ამ საქმეზე შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს, ამიტომ არ ეტაპზე არ მიიჩნია, რომ ეცნოთ დაზარალებულად. შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენ დაველოდებით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე ჩვენც წარვადგენთ ინფორმაციას და მერე კიდევ ერთხელ მივმართავთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე, მაგრამ ამოსავალი მაინც არის ექსპერტიზის დასკვნები”. აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

იტვირთბა....