სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ კომპანია ”თელასში” აცხადებენ.
სამგორის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ჯავახეთის და სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაიშის, სალხინოს, აბაშის, ასხინის და ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფანჯიკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.