ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვნეს

უკრაინაში “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი გარდაცვლილი იპოვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია 24tv ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მეუღლემ მიაწოდა.  პოლიციამ დეპუტატის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ცხედარი ძებნის დაწყებიდან მალევე აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სამარსკის ემუქრებოდნენ.

 

იტვირთბა....