ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ!”: “მთავრობას არ აქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება ლართან დაკავშირებით”

“მთავრობას და ეროვნულ ბანკს არა აქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება ლართან დაკავშირებით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე წერს:

“სამწუხაროდ, ხალხს გულში იმედი აქვს, რომ, როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება ხოლმე. მომავალი წლის ბიუჯეტისა და ეროვნული ბანკის ამ  (იაფი ფულის) პოლიტიკის გამო ეს არ მოხდება. ლარი იმოძრავებს ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ არა იმ ზომით, რასაც მიჩვეული ვიყავით და რასაც გულში ვფიქრობთ.
რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ!
სამწუხაროდ!”-წერს გოცირიძე.

“ლარის გაუფასურება მეც მაწუხებს”: ფინანსთა მინისტრი

 

იტვირთბა....