„ფორბსის“ რეიტინგით წლის ყველაზე გავლენიანი ქალი, 100 გავლენიან ქალთა შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია.
მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მას მოსდევს მელინდა გეითსი, მილიარდერ ბილ გეითსის მეუღლე, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად 40 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა.
„ფორბსის“ პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კომპანია facebook – ის აღმასრულებელი დირექტორი შერილ სენდბერგი და General Motors – ის გენერალური დირექტორი მერი ბარრა.
„ფორბსის“ ამ წლის რეიტინგში ცუდი შედეგი აქვს ჰილარი კლინტონს, რომელიც სიაში 67-ე ადგილს იკავებს.