ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალი ოკუპირებულ ახალგორში ე.წ საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს

ცხინვალი ოკუპირებულ ახალგორში შესაძლოა ე.წ საბაჟო პუნქტი გახსნას. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ საბაჟო კომიტეტის ხელმძვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა.

ცხოვრებოვის განმარტებით, საბაჟო “რაზდახანის” ე.წ გამშვებ პუნქტთან გაიხსნება და მისი მიზანი საქართველოდან შემოსული ტვირთების კონტროლი იქნება.

ე.წ. “რაზდახანის” გამშვები პუნქტი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის ყოველდღიურად 700-მდე ადამიანს ატარებს, რომელთა უმრავლესობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხილი და ბოსტნეული შეაქვთ.

იტვირთბა....