ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეგის ქარდავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა, “ნაციონალური მოძრაობის” წვერი არ არის და არც არასდროს ყოფილა.  ბიბილაშვილის თქმით, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

მისი განცხადებით, სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს, არასდროს შეხვედრია და მას არ იცნობს. რაც შეეხება მის წიინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული ბრალდებები საეჭვოა, რადგანაც მის უკან რუსეთის აგენტები და ჯაშუშები დგანან.

“ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ვინაიდან როგორც წესი ამ ბრალდებების უკან დგანან რუსეთის აგენტები, ჯაშუშები, ძალიან საეჭვო კავშირებისა და წარსულის მქონე ადამიანები“, – განაცხადა ზაზა ბილილაშვილმა

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატუის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.

ქარდავას ბრალი ედება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.

მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

 

 

იტვირთბა....