მიკაელ კადიევის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. კადიევის თქმით, მას არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ დავალება მის წინააღმდეგ ხელისუფლებისგან მოდიოდა.
,,ეს ასი პროცენტით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ,რომ გადაწყვეტილება კრემლიდან მოდის. ლტოლვილთა სამინისტროს წარმოამდგენელმა პირადპირ მითხრა ციხეში,რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსს ვერ მივიღებდი.
არის ანტიტერორისტულის თანამშრომელი, ლევანი ჰქვია, როცა იარაღი ჩამიდეს მითხრა, მაპატიე, ბრძანება ზემოდან იყოო“- განაცხადა კადიევმა კურიერთან საუბრუსას.
შეგახსნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კი დევნილთა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა და როგორც ცნობილი გახდა, საქმე მოიგო კიდეც.
მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი ტერაქტების მცედელობის ბრალდებით 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. ისინი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. მიკაელ კადიროვი პატიმრობიდან 2016 წელს გათავისუფლდა და ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა.
ტერაქტის მცდელობის გარდა, კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს. მოგვიანებით ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

