ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მეგის ქარდავას დაკავებას უკრაინული მხარე ადასტურებს

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას უკრაინული მხარე ადასტურებს, კერძოდ კი – ივანო ფრანკოვსკის ოლქის კრიმინალური პოლიციის უფროსი იგორ სავიუკი.

“მე არ შემიძლია დეტალურად გითხრათ რა მოხდა, რადგან მეგის ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ჩვენს პოლიციას დაკავებაში მომაწილეობა არ მიუღია. ჩემი ინფორმაციით, ქარდავა უკვე გადაიყვანეს კიევში და ახლა იქ იმყოფება. დამატებით უკვე უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გითხრათ”, – განაცხადა ივანო-ფრანკოვსკის კრიმინალური პოლიციის უფროსმა იგორ სავიუკმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს.

შეგახსენებთ, ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

იტვირთბა....