ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია მეგის ქარდავას შესაძლო დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მეგის ქარდავას სავარაუდო დაკავების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს.

“მიუხედავად იმისა, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს ბრალდება და ბევრი სხვა ინფორმაციაც, არ მინდა პოლიტიკოსების კომენტარით ერთგვარად სხვა მიმართულება მიეცეს ამ საქმეს. არ მინდა ასეთი ტიპის კომენტარები გამოყენებული იყოს შემდეგ იმის სამტკიცებლად, რომ პოლიტიკური დევნაა. არის კონკრეტული სამართლებრივი ბრალდება, საუბარია მძიმე ბრალდებებზე და საჭიროა მათ პასუხი გაეცეს. (მეგის ქარდავამ) პასუხი უნდა აგოს, თუკი საბაოლოოდ სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დამნაშავეა. აქ არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არის. საზოგადოებამ იცის ამ ეპიზოდების თაობაზე, ძირითადად ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. დანარჩენი მივანდოთ სამართლებრივ პროცედურებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

იტვირთბა....