საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გაერთიანება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 300 მილიონ ლარს (100 მილიონი ევრო) გამოყოფს.
შესაბამის საგარანტიო შეთანხმებას ხელი ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან მოაწერა.
როკრედიტ ბანკს უკვე აქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოები თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით უზრუნველყოს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს და დამატებით გადასახადს.
დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა “ევროკავშირი ბიზნესისათვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს.