ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გვექნება საქართველო-უკრაინის საზღვარი სადმე სოჭის მიდამოებში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ უკრაინის კარგად ყოფნა და ფეხზე დგომა, საქართველოს კარგად ყოფნას ნიშნავს. მისი აზრით, უკრაინაში სიტუაციის დასატაბილიურების შემდეგ, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი და საბოლოო ჯამში რუსეთიც თავის ისტორიულ საზღვრებში მოექცევა. რის შემდეგაც, საქართველო-უკრაინის საზღვარი სადმე სოჭის მიდამოებში იქნება.

„გვექნება საქართველო-უკრაინის საზღვარი სადმე სოჭის მიდამოებში, ერთადერთი სოჭს უნდა მოველაპარაკოთ, მას რომელ ქვეყანასთან დარჩენის სურვილი ექნება”,-განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან საუბრები არ წყდება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადაციასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგები და ექსპერტები კი ამბობენ, რომ თუკი პოროშენკო ამ ნაბიჯზე წავა ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

იტვირთბა....