ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი: ჩემი მოტაცება უკრაინის პრეზიდენტს დაამხობს და ივანიშვილის საქართველოდან მოქისტვას დააჩქარებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხზე ისაუბრა.

სააკაშვილის აზრით, მის ექსტრადირებას სამართლებრივი პროცედურების დაცვით უკრაინის ხელისუფლება ვერ გაუძლებს და ერთადერთი შანსი მისი „მოტაცება“ და ამ გზით ქართული მხარისთვის გადაცემა რჩება. სააკაშვილის თქმით, როგორც პეტრო პოროშენკოს, ისე ივანიშვილის ძალაუფლების დასრულებას დააჩქარებს.

„საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და იქიდან ლუღლუღს არ ვაპირებ, აქტიურად ვიბრძლებ. მართალია, მანევრები გააკეთეს – ჩვენი სამი ბიჭი მოიტაცეს და გამოყარეს სპეცრეისით, სრულიად უპრეცედენტო შემთხვევაა. აქ მუდმივ პრობლემებს ქმნიან, ეს ამათი სტილია. პრინციპში – ყველაფერზე ხელის მომწერნი, თუ ამის თავი ექნათ, უბრალოდ თავი არა აქვთ. მხდალი და შეშინებული ადამიანი საშიშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ივანიშვილთან მოლაპარაკებებით წაუცდათ ხელი (ღმერთი არ გაუწყრეთ) ჩემს მოტაცებაზე, თორემ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ეგენი ვერ გადმომცემენ.

მომათავსონ რაღაც საპატიმროში და ექსტრადირება მოახდინონ, სისულელეა. ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ისინი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზაა, რომ მტაცონ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში, მაგრამ ამას მოჰყვება ჯერ ერთი უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. მე საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს, აქტიურად ბრძოლას ვაპირებ, თუკი ეს მოხდა და ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, საქართველოს ოლიგარქს ვუყურო რომელიმე საკნიდან, სარკმლიდან, ვაპირებ აქტიურად ვიბრძლო და ამისკენაც მოვმართავთ ჩვენ ყველა მომხრეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....