ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის შსს მინისტრმა რადასთან შეკრებილ მომიტინგეებს დაცვა მოუხსნა

უკრაინის შსს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პარლამენტთან გაძლიერებული დაცვის მოხსნის ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ავაკოვმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„სახელმწიფო რესურსების ხარჯვას და რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ“, – განაცხადა ავაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის დაცვა 17 ოქტომბრის ღამეს, აქციის დაწყებამდე გააძლიერეს.

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის რადასთან მოწყობილ აქციებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მართავდნენ, 700 პოლიციელი და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო პირები იცავდნენ.

იტვირთბა....