ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა. ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს, როგორი არგუმენტებითაც არ უნდა იყოს ისინი გამართლებული.
მივმართავთ საბჭოს კოლეგებსა და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს. მოვუწოდებთ, აღიკვეთოს ახალი მასშტაბური ესკალაცია და არ დაიშვას უშიშროების საბჭოს პლატფორმის გამოყენება არამართლზომიერი სცენარების გასამართლებლად, რომლებიც მიუღებელი რეჟიმების შეცვლას ისახავს მიზნად.
მოვითხოვთ, რომ აშშ-მ და მათმა თანამოაზრეებმა უარი თქვან მორიგ უგუნურ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებითაც. ამის ნაცვლად საჭიროა კონცენტრირება მტკიცე გარანტიების შექმნაზე, რომლებიც შემდგომი კონფრონტაციის თავიდან აცილებას ემსახურება.
თქვა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

