ახალი ამბები მთავარი სამართალი

5 ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის ოზურგეთის სასამართლომ არჟანოვს 9 წელი მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს, ერჟან არჟანოვს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება საგზაო შემთხვევას, რომლის გამოც 5 ადამიანი დაიღუპა.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ბრალად 5 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთის ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებოდა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილით კვალიფიცირდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათთან სატვირთო ავტომანქანას მისაბმელი მოსძვრა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის 5 მგზავრი დაიღუპა. ამავე ავტომანქანის 1 მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი იყო.

იტვირთბა....