ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

“ვესაუბრე გურამ კაშიას, ის განადგურებულია”: ჟურნალისტი ფეხბურთელს დაუკავშირდა

ტელეკომპანია “TV პირველის” პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა დავით ერაძემ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანის გურამ კაშიას ირგვლივ ბოლოდროინდელ აჟიოტაჟზე ისაუბრა. მისი თქმით, ის თავად ესაუბრა კაშიას.

“ვესაუბრე გურამ კაშიას, ის აბსოლუტურად განადგურებულია, ხალხისგან, რომელსაც ის გულით და სულით ემსახურება, მიიღო ძალიან ბევრი სიბინძურე და ტალახი” – განაცხადა ერაძემ.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ ჰოლანდიაში, ერთ-ერთ მატჩზე, სხვა გუნდების კაპიტნებთან ერთად, ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რომლითაც ძალადობა გააპროტესტა. ამ უკანასკნელს კი საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

იტვირთბა....