ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესო დანელიამ გურამ კაშია გააკრიტიკა: კეთილი ინებოს და რელიგიას პატივი სცეს

“დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო დანელიამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კაშიას ნაბიჯი საზოგადოების ნაწილის გაკიცხვის საგანი სამართლიანად გახდა.

“ეს კონკრეტული ნაბიჯი, გურამ კაშიას ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა და რომლის გამოც ბოდიშის მოხდასაც ითხოვენ მისგან, საზოგადოების ნაიწილის გაკიცხვის საგანი სრულიად სამართლიანად გახდა. გურამ კაშია რომ იყოს კერძო პირი, რაც უნდა ის უქნია, მაგრამ ის არის ჩვენი ქვეყნის სახე. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, საჯარო პირი და კეთილი უნდა ინებოს, რომ იმ ქვეყნის კაპიტანი რომელი ქვეყნის 86% ფიქრობს ესე და ცხოვრობს ესე, პატივი სცეს მათ რელიგიას და მათი გამოხატვის თავისუფლებას. ეს იყო პირდაპირი მხარდაჭერა იმ ცხოვრების, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან. ეს არ იყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია. კაშიამ ეს ადამიანები რაღაც კონრკეტული ნიშნებით გამოარჩია და ამ ადამიანებზე გააკეთა აქცენტი. როგორც არ უნდა მოვაბრუნოთ ეს თემა არ გამოდის. ეს პირდაპირ პროპაგანდაა.” – განაცხადა ბესო დანელიამ.

იტვირთბა....