ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ათენში 85 წლის ქალის უთოთი წამების ფაქტზე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

ათენში, 85 წლის ქალის ცემისა და უთოთი წამების ფაქტზე, საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი პრესა სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კრიმინალური ჯგუფი ყაჩაღობის მიზნით ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 85 წლის მოხუცი სასტიკად აწამა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” წერს, რომ დაზარალებულის თქმით, ის ნიღბიანმა პირებმა საწოლზე დააბეს, სცემეს და ცხელი უთოთი აწამეს. ქალმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მას ნაჭრით პირი აუკრეს და ცხვირში რამდენჯერმე ჩაარტყეს. თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ. დაზარალებულმა მხოლოდ გამთენიისას შეძლო დახმარების გამოძახება.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს. მათ შორისაა ავსტრიის მოქალაქეზე განხორციელებული თავდასხმა, მამაკაცი ასევე აწამეს, ამ დროს სახლში მისი მცირეწლოვანი ქალიშვილიც იმყოფებოდა.

იტვირთბა....