ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ქუცნაშვილის განცხადებაზე კომკავშირულ სხდომას ვერ გავმართავთ

“ქართული ოცნების” წევრის ზაქარია ქუცნაშვილის და თიანეთის არჩეული მერის თამაზ მეჭიაურის დაპირისპირების შესახებ უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, არ არის კომკავშირის კრების გამართვა საჭირო და იმის განხილვა ვინ რას და რატომ ამბობს.

“პარლამენტი ძალაუნებურად ამის მონაწილე აღმოჩნდება, ვინაიდან პარლამენტის მოქმედ და ყოფილ წევრებზეა საუბარი. რა ურთიერთობა ექნება მერს და საკრებულოს, ეს რეგულირდება არა პირადი ემოციებით, არამედ კანონით. საკრებულოს მერის გადაყენება არ შეუძლია. პოლიტიკურ ცხოვრებას ასეთი გადახვევები არ ახასიათებს.

არ არის კომკავშირის კრების გამართვა საჭირო, რატომ ამბობს ის ასე და რატომ არ ამბობს ისე, როგორც ვოლკის ან თალაკვაძეს ჰგონია. ყველა ინდივიდუალურები ვართ და არ მგონია, ადამიანს უნდა მოსთხოვით პასუხი, რატო ამბობს ასე. თუმცა ეს თემა თუ ეხება პარლამენტს ან უმრავლესობას, მზად ვართ გავცეთ პასუხი საზოგადოებას თქვენი მეშვეობით”, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, უმრავლესობის ყოფილ წევრს და მის ნათესავს, თამაზ მეჭიაურს, რომელიც ამ არჩევნებში თიანეთის არჩეული მერი გახდა, ლოთი და კორუმპირებული უწოდა. მეჭიაურმა კი განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

25 ოქტომბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეჭიაური თიანეთის მერი იქნება.

მოგვიანებით, 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იტვირთბა....