ცაგერის რაიონის სოფელ ხოჯის მე-11კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო. დაშავებულს ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.
მედიკოსების განცხადებით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უკეთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.