პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“საპენსიო ასაკს რომ მივუახლოვდი, ერთი კითხვა დამებადა – რატომ არის ეს ასაკი ქალებისთვის 60, კაცებისთვის 65, მაშინ, როდესაც ქალების სიცოცხლის ხანგრძლიობაც და შესაბამისად რაოდენობაც აღემატება კაცებისას. ჯანზეც უფრო არიან (ღმერთმა მისცეთ). ხომ არ არის ეს დისკრიმინაციული ნორმა? ქალების დისკრიმინაციაა, თუ კაცების ეს თვითონ გადაწყვიტეთ.”-წერს ხუხაშვილი.
საქართველოში საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
“საპენსიო რეფორმის ამოქმედების ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის. როგორც იყო გაცხადებული და დაგეგმილი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება 2018 წლის მესამე კვარტლიდან”, – განმარტა გახარიამ.
როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, მთავრობა განხილვას თვის ბოლოდან დაიწყებს. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, ის სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება.
საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო საპენსიო ფონდში დასაქმებული და დამსაქმებელი ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ.

