ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

იტვირთბა....