ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ბატონი ბიძინა დავიცავი… ზაქრო მოითმინე, ზაქრო გაუტარე, აპატიე… ლოთის იმიჯი აქვს”

“ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, თამაზ მეჭიაურთან დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მან როდესაც თქვა, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში თავად გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა, ამით ბიძინა ივანიშვილის დაცვა სცადა.

მისივე თქმით, მეჭიაურმა თიანეთში მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლანძღვა-გინებაში ატარა, რამაც ”ქართული ოცნება” დააზარალა.

”ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა, მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ მას პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში მოხვდა შანტაჟის გზით.

დილით იღვიძებდა და ფეისბუქზე  დებდა არა კრიტიკის, არამედ ლანძღვა-გინების პოსტებს. ჩემები პარტიაში, პარლამენტში მთხოვდნენ: ზაქრო მოითმინე, ზაქრო გაუტარე, აპატიე. ვამბობდი, რომ ეს ამომრჩევლის დაბნევაზე იმოქმედებდა. როცა მთაში გაგინებენ და შენ პასუხს ვერ სცემ ვერც კაცურად, ვერც სატელევიზიო ინტერვიუს სახით, ეს მოქმედებს. ყველა მთხოვდა: მოითმინე, ეს არასერიოზული კაცია, ლოთის იმიჯი აქვს, გაუტარე, აჩვენე მაღალი კულტურა.

ვაჩვენე მაღალი კულტურა. ეს რომ მოხდა, მერე დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა სასამართლო და ჟურნალისტები მეკითხებით: რატომ არ სცემ პასუხს, კაცი გლანძღავს, ვიღაც ხომ დაიჯერებს? მართლაც, შარშან თიანეთში 5 000 ხმა მივიღე და ახლა ჩვენმა კანდიდატმა 3 100 ხმა მიიღო. როგორც ჩანს, ამ ტყუილებმა და შეურაცხოფებმა ვიღაცეებზე იმუშავა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “იმედის კვირაში”.

იტვირთბა....