ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

მიხეილ სააკაშვილი, დღეს კიევში, უმაღლეს რადასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, თუ უკრაინის ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ შეასრულებს, რადა და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უნდა გადადგეს.

“იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გააგრძელებს მომიტინგეების მოთხოვნების იგნორირებას, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მან თანამდებობა დატოვოს და უნდა ავირჩიოთ ახალი პრეზიდენტი”, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დემონსტრანტები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას არ გეგმავენ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლებელია ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის პრაიმერიზი.

აქციაზე სამართალდამცავები იყვენენ მობილიზებულები. ადგილზე 700 პოლიციელი და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო პირები იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....