როგორც ცნობილი გახდა, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს. ჯერჯერობით უცნობია გაქურდვისას რა წაიღეს ოფისიდან.
გამოძიებამ, სავარაუდოდ, უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.