ახალი ამბები მთავარი სამართალი

“300 არაგველთან” დაკავებულებს ბრალდება წვრილმან ხულიგნობას ედავება

მეტრო “300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო მსჯელობს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ბრალდების მხარე დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დაკავებულის ოჯახის წევრები და თვითმხილველები, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. მათივე თქმით, დაკავების პროცესში ისანი-სამგორის მე-11 განყოფილების კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციამ მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა დაკავებულები სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

იტვირთბა....