პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერTმა ლიდერმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მისი მერობის პერიოდი შეაფასა და ისაუბრა დავით ნარმანიაზე, რომელსაც “გაუგებრობაში მოხვედრილი” და “ივანიშვილის დასმული პონი” უწოდა.
“ივანიშვილმა ნარმანიას დანიშვნით კონკრეტული განცხადება გააკეთა. ის მიდიოდა პოლიტიკიდან და განაცხადი გააკეთა, რომ როგორც კალიგულა ცხენს აგარჩევინებთ ზუსტად ასეთი სვლა გააკეთა: აი ნახეთ, თბილისელებო, აგარჩევინებთ ამ კაცს. ნარმანიას პერსონალურად არაფერს ვერჩი. უბრალოდ ის გაუგებრობაში იყო მოხვედრილი და ბედნიერია, ალბათ, რომ ეს გაუგებრობა მთავრდება. ამიტომ არის, რომ მისი გუნდის წევრები მის დაცვას ერიდებიან და მასზე კარგ საუბარს. არ იყო ეს მისი საქმე, ეს ადამაიანი არასწორად იყო მოხვედრილი. ივანიშვილის ბრალია, რომ აირჩია არასწორი ადამიანი და თბილისელებს თავისი პონი დაასვა თავზე. აწნა იყო და ეს გააკეთა.
ტრაბახის გარეშე ვიტყვი, რომ 2010 წელს მე 55%-მა ამომრჩეველმა დამიჭირა მხარი. ასეთი შედეგისთვის ჯერჯერობით არავის მიუღწევია. მე როდესაც გავხდი მერი, მაშინ სხვა პრობლემები იდგა ქალაქის წინაშე, დღეს კი აბსოლუტურად სხვა არის. მე არ მინდა ჩემი წინამორბედებისკენ ხელის გაშვერა. ყველას თავისი გამოწვევა აქვს. ჩემი მოსვლის დროს ინფრასტრუქტურა იყო დაშლილი, გარე განათება არ იყო, ტრანსპორტი იყო რამდენიმე ლაზი, პაზი და იკარუსი. გზების მშენებლობა აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაში იყო. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა დასუფთავების კუთხით იყო. მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი გავაკეთე და ქალაქმა თვალებში გამოიხედა. ღმერთმა ქნას, რომ ის მტკივნეული გადაწყვეტილება ნაკლები ჰქონდეს მისაღები კალაძეს, რაც მე მივიღე.” – განაცხადა უგულავამ.