ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაური: ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება

თიანეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხდა, ჟურნალისტებთან შეაფასა:

“იწყება დემოკრატიზაციის პროცესი ქვეყანაში. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა. აქ ვხედავ, როგორც ჩემი კუთხის წარმომადგენლებს, ასევე თბილისიდან უცხო სახეებს. მადლობა საიას და იმ არასამთავრობოებს, ვინც შემომთავაზა დახმარება, მაგრამ მე არ დამჭირდა. ასევე მადლობა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ხმების დაცვაში თავისი დამკვირვებლების მეშვეობით”, – განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

იტვირთბა....