სულ ახლახან ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი შეიქმნა და მისი ღირებულება 15 მილიონ დოლარს აღემატება. ფეხსაცმელი ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინჰემმა შექმნა. სწორედ მას ეკუთვნის ყველაზე ძვირადღირებული კაბაც. დები ცნობილია სწორედ ასეთი მდიდრული სამოსით, რომლებსაც სელებრითებისა და სამეფო ოჯახებისთვის ქმნის. ამჯერად კი ძვირადღირებული ფეხსაცმელი დაბადების დღის საჩუქრად დაამზადებინეს, დამკვეთის ვინაობა კი უცნობია.
რაც შეეხება მდიდრულ ფეხსაცმელს, ის იდეალური სიმეტრიულობით არის შექმნილი, რომელსაც დიდი ზომის იშვიათი, ვარდისფერი და ცისფერი ბრილიანტით ალამაზებს. მას ასევე უამრავი თეთრი ბრილიანტი ამშვენებს. ყველა ბრილიანტი კი პლატინაშია ჩასმული. ფეხსაცმლის ელვა და ძირი კი მყარი ოქროთია გაკეთებული. ფეხსაცმლის შიდა ნაწილი ნამდვილი ოქროს ძაფებით არის მორთული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის მხოლოდ ხელით არის შექმნილი და რამდენიმე ასეული საათი დასჭირდა მასზე მუშაობას.
bulvar.ge