უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია განცხადებას აკეთებს, რომლის მთავარი გზავნილი ოპოზიციაა. მისი თქმით, ის, რომ 2017 წლისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ადგილზე დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა “ეს გაცვეთილი პარტიების მიმართ პირდაპირი გზავნილია”.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე ალტერნატივა არ გააჩნია და საზოგადოებამ ვერ დაინახა ის ძალა, რომელიც ნებისმიერ პრობლემას უკეთესად გადაჭრიდა. ის რომ დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა მეორე ადგილზე, ეს არის პირდაპირი გზავნილი იმ პარტიების მიმართ, რომელიც უკვე გაცვეთილია და ეს საკმაოდ დამაფიქრებელია ამ პარტიებისთვის. როგორც ჩანს, ამ პარტიების მიმართ უნდობლობა გაჩნდა და ამის დამადასტურებელია ის, რომ მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა”, – აღნიშნა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.