საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში მისი თანასოფლელია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელოვა ცივი იარაღით, დანით მოხდა. შემთხვევა სოფელ ქეშალოში დაფიქსირდა. მოკლულია 30 წლის მაჯით მამედოვი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება, რომლის დაბრუნებასაც მამედოვი მოვალისგან ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი მათ შორის უთანხმოება მოხდა.
მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტრდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.