ცესკო-ს განცხადებით, 5 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება.
ყაზბეგში ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე ზაგაშვილი და “თავისუფალი საქართველოდან” სანდრო ყამარაული დაუპირისპირდებიან;
ხაშურში მეორე ტური დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძესა და “ქართული ოცნებიდან” გიორგი გურასპაშვილს შორის გაიმართება;
ბორჯომში “ქართული ოცნებიდან” ლევან ლიპარტიასა და “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძეს შორის გაიმართება მეორე ტური;
ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და “ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე;
ქუთაისში მეორე ტურში იბრძოლებენ “ენმ”-დან გრიგოლ ვაშაძე და “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია;
მარტვილში მეორე ტურში ერთანეთს დაუპირისპირდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მამუკა დანელია და “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე გრიგალავა.
მეორე ტური არჩევნების თარიღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა უნდა დაინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);